კრიშტიანო რონალდოს ფასი 15 მილიონამდე დაეცა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ფასი 15 მილიონამდე დაეცა #1TVSPORT

ცნობილმა პორტალმა, Transfermarkt-მა გამოაქვეყნა საუდის არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები. როგორც ირკვევა, „ალ-ნასრის“ ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ფასი ხუთი მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 15 მილიონ ევროს შეადგენს. 38 წლის პორტუგალიელი ამ მაჩვენებლით საუდის არაბეთის ლიგაში პირველ ადგილს იყოფს ბრაზილიელ თანაგუნდელ ტალისკასთან, რომლის ღირებულებამ ერთი მილიონი ევროთი მოიმატა.

რონალდო „ალ-ნასრში“ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა და მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ამ კლუბში 16 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.