კრიშტიანო რონალდოს ძმა თაღლითობაშია ეჭვმიტანილი
კრიშტიანო რონალდოს ძმა თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

„იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ძმა უგო ავეირუ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, ის რეალიზაციას უწევდა საფეხბურთო მაისურებს, რომლებიც უტილიზაციას ექვემდებარებოდა. ამის შესახებ გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ“ დაწერა.

წყაროს ცნობით, კომპანია Mussara-მ, რომელსაც რონალდო ფლობს და ავეირუ მართავს, ტურინულ კომპანია Pegaso-ს შეუკვეთა სპეციალური მაისურები ლოგოტიპით – CR7Museu. პარტიის ღირებულება 500 ათას ევროს შეადგენდა. ამის შემდეგ, Mussara-მ განაცხადა, რომ არ გაუცია ნებართვა წარმოებაზე და მოითხოვა, რომ ყველა მაისური მისთვის გადაეცათ გასანადგურებლად – თითო ოთხ ევროს საფასურად.

Pegaso-ს თანამშრომლები კი ირწმუნებიან, რომ ნახეს ასეთი მაისურები კრიშტიანო რონალდოს მუზეუმში – თითო 40 ევროდ იყიდებოდა. ტურინულმა კომპანიამ Mussara-ს სასამართლოში უჩივლა, ავეირუს მიმართ კი გამოძიება დაიწყო.