ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერის კრიშტიანო რონალდოს დედა მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ბრიტანული გაზეთი „სანი“ წერს, ქალი მშობლიურ მადეირას საავადმყოფოში ინსულტის ნიშნებით მიიყვანეს.
ამ მომენტისთვის, ფეხბურთელის 65 წლის დედა გონებაზეა და სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.
2007 წელს, მარია დოლორესი კიბოს ავადმყოფობისგან განიკურნა. შარშან, მან განაცხადა, რომ ისევ გადის მკურნალობის კურსს და „სიცოცხლისთვის იბრძვის“.