„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ავტომობილი Bugatti Veyron მალიორკაზე ავტოავარიაში მოხვდა, სადაც პორტუგალიელი ოჯახთან ერთად ისვენებს.
თითქმის ორი მილიონი ღირებულების ავტომობილი ორშაბათს დილით საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტების ფარდულს შეეჯახა, სადაც აირის რამდენიმე ბალონი ინახებოდა.
თავად რონალდო ავტომობილში არ ყოფილა. ჯერჯერობით უცნობია. ვინ მართავდა მანქანას, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაზარალებულა. მანქანაში მყოფებმა დამოუკიდებლად დატოვეს ინცოდენტის ადგილი. პოლიციას მიაჩნია, რომ მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა.
37 წლის რონალდო ფლობს ამ მარკის რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის Bugatti Centodeci-ს, რომლის ღირებულებაა 8 მილიონი ევრო.