ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსში“ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
თანაკლუბელებთან შეხვედრამ 34 წლის ფეხბურთელისთვის მშვიდად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „მილანის“ წინააღმდეგ ნაადრევად შეცვლის შემდეგ, პორტუგალიელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის და ნაადრევად დატოვა სტადიონი.
ამ თემაზე გუნდის შიგნით ლაპარაკი არ ყოფილა. რონალდოს გუნდელებისთვის ბოდიში არ მოუხდია. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
„იუვენტუსში“ გადაწყვიტეს ამ ისტორიის წარსულში დატოვება, რათა გუნდი კონცენტრირებული იყოს თამაშზე და დადებითი შედეგის მიღწევაზე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „იუვენტუსის“ მოთამაშეები რონალდოსგან ბოდიშს ელიან მაშინდელი საქციელის გამო და თითქოს, პორტუგალიელი თანაგუნდელებისთვის „შესარიგებელი“ ვახშმის ორგანიზებას აპირებდა.