კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრი“ საუდის არაბეთის თასიდან გავარდა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრი“ საუდის არაბეთის თასიდან გავარდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ალ ნასრმა“, რომელშიც კრიშტიანო რონალდო თამაშობს, დაასრულა გამოსვლა საუდის არაბეთის თასის გათამაშებაში.

ტურნირის ნახევარფინალში „ალ ნასრი“ „ალ ვეჰდას“ ეთამაშებოდა და 0:1 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე 53-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი.

ერთადერთი გოლის ავტორი „ალ ვეჰდას“ ფორვარდი ჟან-დავიდ ბუგელი გახდა, რომელმაც 23-ე წუთზე ვარდნაში გაიტანა. კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა.

საუდის არაბეთის თასის ფინალში „ალ ვეჰდა“ „ალ ჰილალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.