კრიშტიანო რონალდოს 99 დარტყმით გაროზგვა ემუქრება, თუ ის ისევ ეწვევა ირანს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს 99 დარტყმით გაროზგვა ემუქრება, თუ ის ისევ ეწვევა ირანს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს ემუქრება გაროზგვა 99 დარტყმით. სასჯელი სისრულეში იქნება მოყვანილი იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ისევ ეწვევა ირანს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Index HR-მა.

წყაროს ცნობით, ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი გახდა რონალდოს საქციელი – კრიშტიანო გადაეხვია და აკოცა ირანელ მხატვარ ქალს ირანულ „პერსეპოლისთან“ აზიის ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის შემდეგ. ამით ფორვარდმა ქვეყნის მკაცრი კანონები დაარღვია.

უნდა აღინიშნოს, რომ ფატიმა (ასე ჰქვია მხატვარს) შეზღუდილი შესაძლებლობების ადამიანია, ასევე პორტუგალიელი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელი, რის გამოც ეს შეხვედრა მისთვის ბევრს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, რონალდოს დაუსწრებლად მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი დაისაჯოს როზგის 99 დარტყმით, თუ ის ოდესმე დაბრუნდება ირანში.