ორშაბათს, პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მე-700 გოლი გაიტანა კარიერაში – პენალტი ზუსტად დაარტყა უკრაინის წინააღმდეგ ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში. შეხვედრა პორტუგალიელებმა ანგარიშით 1:2 წააგეს.
სტატისტიკოსებმა დაითვალეს, კვირის რომელ დღეებში და რომელი კლუბის კარში გაჰქონდა გოლი ყველაზე ხშირად პორტუგალიელს. 34 წლის ფორვარდისთვის ყველაზე ნაყოფიერი დღე არის შაბათი – 249 გოლი. შემდეგ მოდის: კვირა (144), ოთხშაბათი (140), სამშაბათი (108), პარასკევი (26), ხუთშაბათი (17) და ორშაბათი (16).
ყველაზე მეტად რონალდუსგან დაზარალდა „სევილია“, რომლისთვისაც მას 27 გოლი გაუტანია. ეს სია ასე გრძელდება: „ატლეტიკო“ (25), „ხეტაფე“ (23), „სელტა“ (20) და „ბარსელონა“ (18).
ყველაზე ბევრი გოლი რონალდუს გატანილი აქვს „რეალის“ შემადგენლობაში – 450. 118-ჯერ გაიტანა მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით. შემდეგ მოდის: პორტუგალიის ნაკრები – 95, „იუვენტუსი“ – 32, „სპორტინგი“ – 5.
442 გოლი რონალდუმ გაიტანა მარჯვენა ფეხით, 129 – მარცხენათი, 127 – თავით. კიდევ ორი გოლი მან სხვა ხერხით გაიტანა.
კრიშტიანუს გოლი უფრო ხშირად შინ გააქვს, ვიდრე გასვლაზე: 376 გოლი 279-ის წინააღმდეგ. კიდევ 45 გოლი მან ნეიტრალურ მინდვრებზე გაიტანა.
საჯარიმოს შიგნიდან გატანილია 595 გოლი, საჯარიმოს გარედან – 105. პორტუგალიელის კარიერაში იყო 54 ჰეთ-თრიკი. 55 გოლი გაიტანა საჯარიმოდან, ხოლო 113 – პენალტით.
გოლები ტურნირების მიხედვით: ლა ლიგა – 311, ჩემპიონთა ლიგა – 127, პრემიერლიგა – 84, მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია – 30, ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია – 25, სერია A – 24, ესპანეთის თასი – 22, ამხანაგური მატჩები – 17, ინგლისის თასი – 13, ევროპის ჩემპიონატი – 11, მსოფლიო ჩემპიონატი – 7, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი – 7, ესპანეთის სუპერთასი – 4, ინგლისის ლიგის თასი – 4, უეფას ერთა ლიგა – 3, პორტუგალიის ჩემპიონატი – 3, პორტუგალიის თასი – 2, უეფას სუპერთასი – 2, კონფედერაციათა თასი – 2, იტალიის სუპერთასი – 1, ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია – 1.