კრიშტიანო რონალდოს 2024 წელს 50 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა #1TVSPORT
საუდის არაბეთის პროფესიული ლიგის მე-13 ტურში გაიმართა ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც „ალ-იტიჰადი“ და „ალ-ნასრი“ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ მატჩში გოლები გაცვალეს მადრიდის „რეალში“ ყოფილმა პარტნიორებმა ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ.
ასე რომ, რონალდოს 2024 წელს 50 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა – კლუბსა და ნაკრებში.
გარდა ამისა, კრიშტიანომ კარიერული მონაგარი 916 გოლამდე აიყვანა. შესაბამისად, რონალდოს 1000 გოლამდე 84 გოლი რჩება.
„ალ-იტიჰადმა“ შეხვედრა 2:1 მოიგო.