კრიშტიანო რონალდოს 2020 წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი
კრიშტიანო რონალდოს 2020 წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი

“იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული 21-დღიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და “სპეციასთან” სერია A-ს მატჩში დუბლი შეასრულა. ამ თამაშის შემდეგ, პორტუგალიელი 2020 კალენდარულ წელს პირველ ადგილზე გადავიდა ტოპ5 ქვეყნების ბომბარდირებს შორის.

კრიშტიანომ წელს იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩში 26 გოლი გაიტანა. 35 წლის ფეხბურთელმა გაუსწრო “ბაიერნის” ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის, რომელსაც 19 მატჩში 25 გოლი აქვს.

შემდეგ სიაში მოდიან: ჩირო იმობილე (ლაციო, 22 გოლი), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო, 18), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი, 18), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, 17) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, 17).