იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მეხუთე მატჩში მოიგო და 15 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია.
ტურინელებმა სტუმრად 2:0 დაამარცხეს „ფროსინონე“. ანგარიში 81-ე წუთამდე არ გახსნილა, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო „იუვენტუსის“ წინ გაყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმართა უპირატესობა ფედერიკო ბერნარდესკიმ გაზარდა.
რონალდუს ანგარიშზე 5 მატჩში სამი გოლი და ერთი შედეგიანი პასი მოდის.
„იუვენტუსის“ უახლოესი მდევარია „ნაპოლი“, რომელსაც 12 ქულა აქვს.