კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ალ-ნასრმა“ 3:2 დაამარცხა „ალ-შაბაბი“.

გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა – პორტუგალიელმა მე-20 წუთზე პენალტი გამოიყენა. ფორვარდმა ზედიზედ მეცხრე მატჩში შეძლო გატანა.

მიმდინარე სეზონში 39 წლის რონალდომ „ალ-ნასრში“ 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.