კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეათე მატჩში გაიტანა (ვიდეო)
კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეათე მატჩში გაიტანა (ვიდეო)

„ვერონას“ კარში გატანილი გოლით, „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ რამდენიმე სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა.

პორტუგალიელმა ბურთი 65-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლის წყალობით, კრიშტიანომ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეოცედ გამოიჩინა თავი. ზედიზედ 11 სეზონია, „ოქროს ბურთის“ მფლობელი ჩემპიონატებში მინიმუმ 20 გოლს იტანს.

გარდა ამისა, რონალდომ სერია A-ს ზედიზედ მეათე მატჩში გაიტანა გოლი. ის არის „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი ასეთი სერიით. მთლიანად იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში კი ზედიზედ 10 ან მეტ მატჩში გოლი აქვთ გატანილი „ბოლონიას“ ფეხბურთელს ეციო პასკუტის (1962-63, 10 მატჩი) და „ფიორენტინას“ ფორვარდს გაბრიელ ბატისტუტას (1994-95, 11 მატჩი).