ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მე-100 გოლი გაიტანა იტალიური კლუბის შემადგენლობაში. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა სერია A-ს 36-ე ტურში „სასუოლოს“ წინააღმდეგ.
100 გოლამდე მისაღწევად, პორტუგალიელს 131 მატჩი დასჭირდა. ის „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც 100 გოლის გასატანად მხოლოდ სამი სეზონი დასჭირდა. თუმცა, კრიშტიანო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეკორდის ავტორი გახდა. ის არის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც სამ სხვადასხვა ქვეყანაში სამი კლუბის შემადგენლობაში დააგროვა მინიმუმ 100 გოლი.
ამ სეზონში რონალდომ 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„იუვენტუსი“ მეხუთე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში. გუნდმა ბოლო 10 წელიწადში ვერ შეძლო სკუდეტოს მოგება და მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ემუქრება.