კრიშტიანო რონალდომ თავის მეტოქეებს შორის უდიადესად მესი მოიხსენია #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ თავის მეტოქეებს შორის უდიადესად მესი მოიხსენია #1TVSPORT

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, პირს მორგანმა გამოაქვეყნა კრიშტიანო რონალდოსთან თავისი საუბრის ფრაგმენტი, რომელშიც პორტუგალიელმა ლიონელ მესი უდიადეს მეტოქედ დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია. ამასთან, რონალდო ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ საკუთარ თავს მიიჩნევს.

„ვინ არის უდიადესი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც ოდესმე გითამაშია?“, – ვკითხე კრიშტიანო რონალდოს.

„მესი“, – დაუფიქრებლად და დამაჯერებლად მიპასუხა მან.

„მართლა?“, – ვკითხე მე იმით გაკვირვებულმა, რომ მან თავისი მთავარი მეტოქე დაასახელა.

„ცალსახად. ის საუკეთესოა იმათგან, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“, – მითხრა მან და შემდეგ ღიმილით დაამატა. – „მაგრამ, პირს, არასწორად მისვამ კითხვას“.

„როგორია სწორი კითხვა?“

„უნდა მკითხო – ვინ არის უდიადესი მოთამაშე…“

„მე მგონი, ვიცი პასუხი“, – ვუპასუხე მე სიცილით.

რონალდომ თვალი ჩამიკრა. მას მიაჩნია, რომ ის საუკეთესოდ მიიჩნევს თავს იმათგან, ვისაც კი ეს თამაში უთამაშია. მე მას ვეთანხმები“, – დაწერა მორგანმა „დეილი მეილის“ საკუთარ ბლოგში.