კრიშტიანო რონალდომ შვიდი წლის პორტუგალიელი ბიჭის მკურნალობა დააფინანსა
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო შვიდი წლის ბიჭს დაეხმარა, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.
გამოცემა SPORTbible-ის ინფორმაციით, 2019 წელს ექიმებმა ამ პორტუგალიელ ბიჭუნას, რომელსაც ტომასი ჰქვია, ნეირობლასტომა (ავთვისებიანი სიმსივნე) აღმოუჩინეს. გასული წლის ოქტომბერში ტომასს რეციდივი ჰქონდა, რის შემდეგაც, მისმა მშობლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს შეტყობინება მკურნალობის ანაზღაურებაში დასახმარებლად.
„ტომასი ახლა ბარსელონას კლინიკაში მიემგზავრება – გამოკვლევისთვისა და მკურნალობის დასაწყებად. მადლობა ჯორჯინასა და კრიშტიანოს დახმარებისთვის, სოლიდარობისა და კეთილი გულისთვის“, – დაწერეს ბიჭის მშობლებმა.