კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს #1TVSPORT
ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შეიძლება, კიდევ ერთი წელი დარჩეს საუდის არაბეთში.
„ალ-ნასრის“ ფორვარდი არ გამორიცხავს კონტრაქტის გაგრძელებას 2026 წლის ზაფხულამდე, – წერს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი. მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ალ-ნასრის“ მენეჯერებს სურთ რონალდოს შენარჩუნება. სატელევიზიო უფლებების გახანგრძლივება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი და კრიშტიანოს ლიგაში ყოფნა ამ მხრივ მნიშვნელოვნად არის მიჩნეული.
საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში 39 წლის რონალდომ 28 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.