კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადა #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ ქვეყნის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩის ბოიკოტირება გადაწყვიტა. ამ შეხვედრაში „ალ-ნასრი“ „ალ-რიადს“ დაუპირისპირდება.
პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს ინფორმაციით, რონალდო უკმაყოფილოა იმით, როგორ მართავს მის კლუბს საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი კონკურენტებთან შედარებით. კრიშტიანოს, პირველ რიგში, მხედველობაში ჰყავს ჩემპიონატის ლიდერი „ალ-ჰილალი“.
სწორედ ამასთან დაკავშირებით რონალდომ უარი თქვა „ალ-რიადთან“ თამაშზე. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება.