კრიშტიანო რონალდომ რვამილიონიანი ავტომობილი შეიძინა
კრიშტიანო რონალდომ რვამილიონიანი ავტომობილი შეიძინა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ იშვიათი ავტომობილი – Bugatti Centodieci შეიძინა. ასეთი მანქანა ეყოლება პორტუგალიელს და კიდევ ცხრა ადამიანს მსოფლიოში.

ამ ავტოს ღირებულება რვა მილიონი ევროა. ამასთან, ფეხბურთელი ახალი მანქანის საჭესთან მხოლოდ 2021 წლის ბოლოს დაჯდება, რადგან Bugatti Centodieci-ის წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო და ავტომობილი ჯერ გამოცდის პროცესშია.

ამ მანქანას ექნება 16-ცილინდრიანი ძრავა და შეეძლება საათში 100 კილომეტრი სიჩქარის განვითარება 2.4 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარეა – 380 კმ/სთ.