ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ოჯახთან ერთად ველოგასეირნება მოიწყო. ფეხბურთელმა „ინსტაგრამში“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად არიან მისი მეგობარი ქალი ჟორჟინა როდრიგესი, ასევე შვილები – კრიშტიანო, ევა, მეთიუ და ალანა მარტინა.
„ოჯახური ველოგასეირნება“ – მიაწერა კრიშტიანომ ფოტოს.
რონალდო „იუვენტუსში“ მადრიდის „რეალიდან“ 2018 წელს გადავიდა და მისი ტრანსფერი იტალიურ გრანდს 117 მილიონი ევრო დაუჯდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა მონაწილეობა მიიღო იტალიის ჩემპიონატის 22 მატჩში, რომლებშიც 21 გოლი გაიტანა.