კრიშტიანო რონალდომ ნაკრებში 100 გოლს გადააბიჯა - ერთა ლიგა, სამშაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
კრიშტიანო რონალდომ ნაკრებში 100 გოლს გადააბიჯა - ერთა ლიგა, სამშაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

* კრიშტიანო რონალდომ მე-100 გოლი გაიტანა პორტუგალიის ნაკრებში. ის არის პირველი ევროპელი ფეხბურთელი, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ერთადერთი მოთამაშე, ვისაც სანაკრებო დონეზე 100 გოლი გაუტანია, ირანელი ალი დაეია – მის ანგარიშზე 109 გოლია.

* ანტუან გრიზმანმა 31-ე გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში და დაეწია ზინედინ ზიდანს.

* „რენის” ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა ბოლო 106 წლის განმავლობაში. ის 17 წლის და 10 თვისაა.

* ხორვატიამ ზედიზედ მეორე მატჩში გაუშვა ოთხი გოლი.

 

II ჯგუფი

ბელგია-ისლანდია 5:1

გოლები: 0:1 ფრიდიონსონი (10), 1:1 ვიტცელი (13), 2:1 ბატშუაი (19), 3:1 მერტენსი (50), 4:1 ბატშუაი (69), 5:1 დოკუ (79)

 

დანია-ინგლისი 0:0

 

  1. ბელგია – 6 ქულა
  2. ინგლისი – 4
  3. დანია – 1
  4. ისლანდია – 0

 

III ჯგუფი

საფრანგეთი-ხორვატია 4:2

გოლები: 0:1 ლოვრენი (17), 1:1 გრიზმანი (43), 2:1 ლივაკოვიჩი (45+1), 2:2 ბრეკალო (55), 3:2 უპამეკანო (65). 4:2 ჟირუ (77-პენ)

 

შვედეთი-პორტუგალია 0:2

გოლები: 0:1 კრიშტიანო რონალდო (45+1), 0:2 კრიშტიანო რონალდო (72)

 

  1. პორტუგალია – 6 ქულა
  2. საფრანგეთი – 6
  3. შვედეთი – 0

4. ხორვატია – 0