ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მობილური ტელეფონებისთვის ახალი თამაშის გამოსვლის შესახებ გამოაცხადა. თამაშს თავად პორტუგალიელი ფეხბურთელის სახელი ჰქვია – Cristiano Ronado: Soccer Clash (“კრიტიანუ რონალდუ: საფეხბურთო შეტაკება”).
ეს ახალი ამბავი 33 წლის რონალდუმ საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში შეიძლება საკუთარი უნიკალური პერსონაჟის შექმნა, რომელიც ჯარიმებს დაარტყამს. ტელეფონის მფლობელებს შეეძლებათ საკუთარი გმირის თვისებების გაუმჯობესება, აგრეთვე, ქსელში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში.