კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 978-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრმა“ 2:1 დაამარცხა „ალ-თაავუნი“. გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე სწორედ პორტუგალიელმა ლეგენდამ გაიტანა.
კრიშტიანო რონალდოსთვის ეს იყო 978-ე გოლი კარიერაში და 1000-გოლიან ნიშნულამდე მას მხოლოდ 22 ბურთი რჩება.
„ალ-ნასრი“ ოთხი ტურის შემდეგ 100-პროცენტიანი მაჩვენებლითა და 12:3 ბურთების შეფარდებით ლიდერობს ჩემპიონატს.