კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 958-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 958-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ 2026 წელს პირველი გოლი გაიტანა.

„ალ-ნასრის“ ფორვარდმა საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ალ-კადისიას“ წინააღმდეგ 81-ე წუთზე გამოიყენა პენალტი.

ეს იყო 40 წლის პორტუგალიელის კარიერაში 958-ე გოლი. რონალდოს 816 გოლი აქვს გატანილი საკლუბო დონეზე და 142 გოლი ეროვნულ ნაკრებში.

„ალ-ნასრმა“ საბოლოოდ 1:2 წააგო შეხვედრა და სამ მატჩამდე გაზარდა მოუგებელი სერია. კრიშტიანოს გუნდი ჩემპიონატის ლიდერ „ალ-ჰილალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.