კრიშტიანო რონალდომ კარანტინის დროს „ინსტაგრამში" ყველაზე მეტი გამოიმუშავა
კონსალტინგურმა ფირმა „ატაინმა” (Attain) გამოაქვეყნა კორონავირუსის დროს, „ინსტაგრამში” სპორტსმენთა შემოსავლების შესახებ ანგარიში. დაიანგარიშეს 12 მარტიდან 14 მაისამდე პერიოდი.
სიას სათავეში ჩაუდგა „იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელმა უფეხბურთობის დროს 2.1 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ცნობისთვის, რონალდოს 222 მილიონი გამომწერი ჰყავს. ის დაახლოებით 527 ათას ევროს იღებს ყოველი სპონსორირებადი პუბლიკაციისთვის.
„ატაინის” რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 2,1 მილიონი
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,5 მლნ
3. ნეიმარი (ფეხბურთი) – 1,3 მლნ
4. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი) – 655 ათასი
5. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) — 455 ათასი
6. ვირატ კოჰლი (კრიკეტი) — 425 ათასი
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთი) — 206 ათასი
8. დუეინ უეიდი (კალათბურთი) — 160 ათასი
9. დანი ალვეში (ფეხბურთი) — 150 ათასი
10. ენტონი ჯოშუა (კრივი) — 136 ათასი