ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კარანტინის პერიოდში კუნძულ მადეირაზე ქალაქ ფუნშალის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს.
ფეხბურთელს თან ახლდა თავისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი და ორი შვილი. ამასთან, რონალდოს არც დამცავი ნიღაბი ეკეთა და არც ხელთათმანები ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი – პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანის.