კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსთან“ ერთად ვარჯიშები განაახლა
კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსთან“ ერთად ვარჯიშები განაახლა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო შეუერთდა თანაგუნდელებს და პირველი ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად, – დაწერა „ფუტბოლ იტალიამ“.

პორტუგალიელი ფეხბურთელი მაისის დასაწყისში დაბრუნდა სამშობლოდან იტალიაში, რის შემდეგაც ორი კვირა თვითიზოლაციაში გაატარა.

სამშაბათს, კრიშტიანო „იუვენტუსის“ ბაზაზე მივიდა, სადაც საჭირო სამედიცინო ტესტები გაიარა და ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 21 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და 21 გოლი გაიტანა.

ელოდებიან, რომ იტალიის ჩემპიონატი ივნისში განახლდება. ამ მომენტისთვის, გათამაშების ცხრილს „იუვენტუსი“ ლიდერობს, რომელიც ერთი ქულით უსწრებს „ლაციოს“.