კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსს“ კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსს“ კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა #1TVSPORT

იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელების წინადადებით მიმართა.

როგორც ირკვევა, რონალდოს სურს „იუვენტუსში“ თამაშის გაგრძელება, რათა კონცენტრირებული იყოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც ყატარში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

პორტალის ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ უპასუხია ფეხბურთელისთვის მის თხოვნაზე.