კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ იტალიური კლუბის დატოვება გადაწყვიტა, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და თხოვს კლუბს ამ სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდვას.

უფრო ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩავიდა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.