კრიშტიანო რონალდომ გამოაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა არ დაუსრულებია #1TVSPORT
„ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ არ დაუსრულებია კარიერა პორტუგალიის ნაკრებში. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჰყვება ნაკრებიდან წასვლის მიზეზებს.
„ბევრი ლაპარაკი მოვისმინე გამოსათხოვარი მატჩის თემაზე. დიახ, მე ნაკრებს ღირსეულად უნდა გამოვემშვიდობო, ფედერაცია მზად არის, მომცეს ასეთი შესაძლებლობა. შემიძლია, დავპირდე ყველა ჩემს გულშემატკივარს, განსაკუთრებით ყველა პორტუგალიელს, რომ ჩვენ გვექნება ერთი ან რამდენიმე გამოსათხოვარი მატჩი, როცა ამის დრო დადგება.
მე ბოლომდე ჩართული ვიყავი ნაკრებში. იმ დღეს, როცა მამის გარდაცვალების შესახებ შევიტყვე … ნაკრებში შეკრებაზე ვიყავი და იქ დარჩენა გადავწყვიტე მატჩის გამო. ქვეყნისთვის გავაკეთე ის, რაც არ გამიკეთებია არცერთი კლუბისთვის. ამიტომაც, თუ ვიქნები კარგ ფორმაში, ვითამაშებ კლუბში, გავიტან გოლებს, ვიქნები ხელმისაწვდომი. როგორც ყოველთვის, ვცდილობ ვითამაშო და გავიმარჯვო ნაკრების შემადგენლობაში. ეს სრული სიმართლეა“, – დაწერა თავის განცხადებაში რონალდომ.
კრიშტიანოს წერილის ყველაზე საინტერესო ნაწილი ის არის, თუ რა სიტყვის წარმოთქმა მოსთხოვა მან ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟესუსს ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე – იმ მატჩისა, რომელშიც ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რონალდოს თქმით, პუნქტები შეთანხმებული იყო. მათ შორის, ჟეზუშს უნდა ეთქვა, რომ კრიშტიანო პელესა და მარადონას დონის მოთამაშეა და მას ასე არ უნდა მოეპყრონ.