კრიშტიანო რონალდომ გაამხილა, კიდევ რამდენი ხანი აპირებს თამაშს #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ აპირებს კარიერის გაგრძელებას მინიმუმ 2024-25 წლების სეზონის ბოლომდე. მომავალი წლის სეზონის დასრულების მომენტში პორტუგალიელი 40 წლის იქნება.
„გულშემატკივრები ბედნიერებას მანიჭებენ და მეც იგივეთი ვპასუხობ. გავაგრძელებ თამაშს ამ სეზონში და მომდევნოშიც. შემდეგ დავაკვირდები ჩემს სხეულს და მოვიფიქრებ – გავაგრძელო თუ არა. მძიმე მუშაობა – ეს ის არის, რამაც მწვერვალზე ამიყვანა.
ჩემი გუნდის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. მოხარული ვარ საუდის არაბეთში ყოფნით და ძალიან მადლიერი იმისთვის, რომ 38 წლის ასაკში ჯერ ისევ ვეხმარები ჩემს გუნდს“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები გამოცემა O Jogo-ს.