კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და სამი რეკორდი დაამყარა, „იუვენტუსს" ხუთშაბათს შეუძლია გაჩემპიონება
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ლიდერმა „იუვენტუსმა“ შინ 2:1 დაამარცხა „ლაციო“ და უახლოეს მდევარ „ინტერს“ რვა ქულით გაუსწრო.
ტურინელთა რიგებში დუბლი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ და რამდენიმე რეკორდი დაამყარა:
პორტუგალიელს ამ სეზონში უკვე 30 გოლი დაუგროვდა სერია A-ში და ეს პირველი შემთხვევაა 1951 წლის შემდეგ.
რონალდო პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგაში, ვისაც მინიმუმ 50 გოლი აქვს გატანილი პრემერლიგაში, ლა ლიგაში და სერია A-ში.
კრიშტიანომ 1995 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფად გაიტანა იტალიის ჩემპიონატში 50 გოლი – ამისთვის მას 61 მატჩი დასჭირდა.
„ლაციოს“ მხრიდან პენალტით თავი გამოიჩინა ჩირო იმობილემ. მისთვისაც ეს 30-ე გოლია სეზონში. იმობილე მეხუთე იტალიელია ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
„იუვენტუსს“ ჩემპიონობის გაფორმებისთვის ოთხი ქულის დაგროვება სჭირდება. თუ შემდეგ ტურში ტურინული კლუბი სტუმრად დაამარცხებს „უდინეზემ“, ხოლო „ინტერი“ შინ ვერ მოუგებს „ფიორენტინას“, „იუვენტუსი“ უკვე ხუთშაბათს გახდება ჩემპიონი.