კრიშტიანო რონალდომ არ გამორიცხა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში თამაში #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ არ გამორიცხა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში თამაში #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ გამორიცხავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას.

„თავდაპირველად, მინდა, მომდევნო სეზონში ევრო 2024-ზე ვითამაშო. მნიშვნელოვანია მოკლე და საშუალოვადიან მიზნებზე კონცენტრირება. შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები გამოცემა The Straits Times-ს.

პორტუგალიელმა სეზონის მეორე ნაწილი საუდის არაბეთის ჩემპიონატში ჩაატარა და 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა.