კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის დატოვება გადაწყვიტა და მადრიდის „რეალში“ დაბრუნება სურს, – ამტკიცებს გამოცემა El Nacional-ი. პორტუგალიელი დაიღალა „ალ-ნასრში“ თამაშით, გარდა ამისა, გაუჭირდა დახურული კულტურის მქონე ქვეყანასთან ადაპტირება, ასევე მას დისკომფორტს უქმნის ენის არცოდნა.

წერენ, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რონალდოს კლუბში სამუშაოს სთავაზობს, მაგრამ არა მოთამაშის სტატუსით – პერესი დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელის კარიერაში ეს თავი დახურულია. პერესი მზად არის, შესთავაზოს კრიშტიანოს „რეალის“ ელჩის თანამდებობა ან ადგილი კლუბის ხელმძღვანელობაში.

რონალდო „ალ-ნასრში“ იანვარში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და წელიწადში 200 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.