ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ახალი ავტომობილი შეიძინა. ვებგვერდ TheSupercarBlog-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფორვარდი Bugatti Centodieci-ის მფლობელი გახდა. მანქანა ფეხბურთელს ცხრა მილიონი დოლარი დაუჯდა.
მოდელი Bugatti Centodieci 10 ცალია გამოშვებული და მიეძღვნა „ბუგატის“ მარკის 110 წლისთავს. რონალდო ამ ავტომობილის საჭესთან მხოლოდ 2021 წელს დაჯდება.