კრიშტიანო რონალდომ 2019 წელს „ინსტაგრამში“ ყველაზე მეტი გამოიმუშავა
ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერი კრიშტიანო რონალდო 2019 წელს „ინსტაგრამში“ გამომუშავებული თანხის მიხედვით ფეხბურთელებს შორის ლიდერი გახდა.
პორტუგალიელმა 49 სარეკლამო პოსტისთვის მიიღო 47.8 მილიონი დოლარი, – წერს SportBible, ტოპ-ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო – 47,8 მლნ დოლარი
2. ლიონელ მესი – 23,3 მლნ დოლარი
3. დევიდ ბექჰემი – 10,7 მლნ დოლარი
4. ნეიმარი – 7,2 მლნ დოლარი
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 4 მლნ დოლარი