კრიშტიანო რონალდომ 164 ათასად შეფასებული სასპონსორო BMW მიიღო #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ 164 ათასად შეფასებული სასპონსორო BMW მიიღო #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოსა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ სხვა ფეხბურთელებს BMW-ის ავტომობილები გადაეცათ მას შემდეგ, რაც კლუბმა სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ლეგენდარულ საავტომობილო ბრენდთან. ამის შესახებ დაწერა „ალ-ნასრის“ პრესსამსახურმა.

სამსახურებრივი ავტომობილები შეიძინეს კლუბსა და BMW Saudi Arabia-ს შორის ამასწინდელი ხელშეკრულების ფარგლებში. კონტრაქტის თანახმად, კომპანია „ალ-ნასრის“ ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი გახდა.

ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. „ალ-ნასრის“ ფეხბურთელები ისარგებლებენ თანამედროვე ავტომობილებით, მათ შორის BMW XM-სა და მე-7 სერიების მანქანებით.

თითოეული ავტომობილი მთლიანად პერსონალიზებულია მის მფლობელზე. „ალ-ნასრის“ ლიდერს კრიშტიანო რონალდოს გადასცეს BMW XM Red Label, რომლის ღირებულება 164 ათას ფუნტს შეადგენს. მწარმოებლის განცხადებით, ეს ავტომობილი ყველაზე მძლავრია BMW XM-ის ხაზიდან.

„ძალიან ლამაზი, ძალიან მოხერხებული. მე მომწონს. კარგი ფერი, შესანიშნავი დიზაინი“, – გაუზიარა ჟურნალისტებს თავისი შთაბეჭდილებები რონალდომ.