კრიშტიანო რონალდო ზედიზედ მეხუთედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ლევანდოვსკი ევროპის მესამე ბომბარდირი გახდა - ყატარი 2022, პლეიოფის ფინალების ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო ზედიზედ მეხუთედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ლევანდოვსკი ევროპის მესამე ბომბარდირი გახდა - ყატარი 2022, პლეიოფის ფინალების ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში 75-ე გოლი გაიტანა. ის სანაკრებო დონეზე ევროპაში მესამე ბომბარდირი გახდა – გაუთანაბრდა უნგრელ შანდორ კოშიჩს. მათზე წინ არიან უნგრელი ფერენც პუშკაში (84) და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო (115).

* კრიშტიანო რონალდო მე-10 დიდ ტურნირზე ითამაშებს. პორტუგალიელი მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატზე გავიდა. მას ევროპის ხუთ ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა.

* პორტუგალიის ნაკრები ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

* კრიშტიანო რონალდომ საგოლე პასი გაუკეთა ბრუნო ფერნანდეშს. ეს მისი პირველი შედეგიანი მოქმედება იყო პორტუგალიის ნაკრებში ბოლო ოთხ მატჩში.

 

პოლონეთიშვედეთი 2:0

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (49-პენალტით), 2:0 ზელინსკი (72)

პოლონეთი (4-1-4-1): შჩესნი – კეში, გლიკი, ბედნარეკი, ბერეშინსკი – ბელიკი – ზელინსკი (89. ბუკსა), გორალსკი (46. კრიხოვიაკი), მოდერი, შიმანსკი – ლევანდოვსკი.

შვედეთი (4-4-2): ოლსენი – კრაფტი, ლინდელიოფი, დანიელსონი (79. იბრაჰიმოვიჩი), სუგუსტინსონი – კულუსევსკი, ოლსონი (80. კარლსონი), კარლსტრიომი (67. სვანბერგი), ფორსბერგი – კვაისონი (66. ელანგა), ისაკი.

პორტუგალიაჩრდ. მაკედონია 2:0

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (32). 2:0 ბრუნო ფერნანდეში (65).

პორტუგალია (4-3-3): მეირელეში – ჟოაო კანსელო, პეპე, დანილუ, მენდეში – ბრუნო ფერნანდეში (88. ჟოაო ფელიქსი), მოუტინიო (90+1. ვიტორ პერეირა), ბერნარდო სილვა (88. ნუნეში) – ოტავიო (77. რაფაელ ლეაო), კრიშტიანო რონალდო, დიეგო ჟოტა (77. ვილიამ კარვალიო).

ჩრდ. მაკედონია (4-2-3-1): დიმიტრიევსკი – ს. რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი – ადემი, ბარდი – კოსტადინოვი (75. აშკოვსკი), ელმასი (87. ნიკოლოვი), ტრაიკოვსკი (59. ჩერლინოვი) – მ. რისტოვსკი (46. მიოვსკი).