ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის ბრიტანულმა საერთაშორისო კომპანია YouGov-მა მასშტაბური კვლევა ჩაატარა 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ადამიანის გამოსავლენად. რეიტინგის შესადგენად გამოიკითხა 45 ათასზე მეტი ადამიანი 42 ქვეყნიდან.
სიის პირველ ათეულში მხოლოდ ერთი წარმომადგენელია სპორტიდან – „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელი მეექვსე ადგილზე იმყოფება. „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მე-11 ადგილი დაიკავა.
რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.