ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო XXI საუკუნეში საკლუბო დონეზე მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მონაცემებს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) აქვეყნებს.
რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ 2001-20 წლებში გატანილ გოლებს. რონალდოს ეროვნულ ჩემპიონატებში 462 გოლი დაუგროვდა.
მეორე ადგილზეა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი – მას 451 გოლი აქვს. მესამეზე გავიდა „მილანის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 379 გოლი.
ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: 4. ლუის სუარესი (332), 5. ალექსანდრ ჯურიჩი (304), 6. ალი აშფაკი (287), 7. რობერტ ლევანდოვსკი (285), 8. სამუელ ეტო’ო (282), 9. დავიდ ვილია (280), 10. მარტინ კამბუროვი (278).
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი 225 გოლით 33-ე ადგილზეა. სულ სიაში 58 ფეხბურთელია, რომლებსაც მინიმუმ 200 გოლი აქვთ გატანილი.