კრიშტიანო რონალდო ვიდეოთამაშის პერსონაჟი გახდა
კრიშტიანო რონალდო ვიდეოთამაშის პერსონაჟი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მობილური თამაშის Free Fire-ის გმირი გახდა.

35 წლის ფეხბურთელი „ოპერაცია კრონოსის“ ფარგლებში თამაშის ნაწილს წარმოადგენს. მომხმარებლებს შეეძლებათ პორტუგალიელის ვირტუალური ვერსიის მართვა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ Free Fire-ში გამოჩნდება პერსონაჟი, რომელიც ჩემი ხასიათის საფუძველზეა შექმნილი. უფრო მეტიც, მისი გამოჩენა სამყაროს შეცვლას ემსახურება. თამაშის შემქმნელებმა მოამზადეს გეიმფლეის ახალი შესაძლებლობები, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ „ოპერაცია კრონოსის“ გამოსვლის შემდეგ. იმედია, Free Fire-ის ფანები მთელს მსოფლიოში ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა რონალდომ.

Free Fire – ეს არის სამეფო ბრძოლების ჟანრში უფასო მობილური ონლაინ-თამაში, რომელიც 2017 წელს გამოვიდა.