ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მზად არის პროფესიულ დონეზე ითამაშოს 40 წლის ასაკამდე.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რას ვგრძნობ, როგორი იქნება ჩემი მოტივაცია, რადგან ფიზიკური მაჩვენებლების მხრივ, არასოდეს მქონია პრობლემა. ვფიქრობ, უპრობლემოდ შევძლებ 40 წლამდე თამაშს. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია – ფსიქოლოგიური. მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამიტომაც, არ ვითამაშებ ფეხბურთს მთელი ცხოვრება, მაგრამ ჯერ კიდევ ვგრძნობ ძალებს, რათა გავაგრძელო რაღაც მნიშვნელოვანის მოგება“, – განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
ოთხშაბათს, კრიშტიანო რონალდოს 35 წელი შეუსრულდა.
მიმდინარე სეზონში ფორვარდმა „იუვენტუსში“ 27 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა. მას სერიაში A-ში ცხრამატჩიანი შედეგიანი სერია აქვს, რომლის დროსაც 14 გოლი გაიტანა.