კრიშტიანო რონალდო უხამსი ჟესტისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო უხამსი ჟესტისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა მინიმალური სასჯელი გამოუტანა „ალ-ნასრის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც უხამსი ჟესტი უჩვენა „ალ-შაბაბის“ გულშემატკივრებს.

ინციდენტი ჩემპიონატის მატჩის დროს მოხდა. ფანები ლიონელ მესის გვარს სკანდირებდნენ, რასაც მოჰყვა პორტუგალიელის გაღიზიანება და მისი მხრიდან არასპორტული საქციელი.

როგოც გაზეთი „ეკიპი“ წერს, რონალდო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ის საუდის არაბეთის ლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.