„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ვარჯიში გამართა ქალაქ ფუნშალის სტადიონ „მადეირაზე“. ამის შესახებ დაწერა გამოცემა „დიარიო დე ნოტისიას მადეირამ“.
წყაროს ცნობით, 35 წლის ფორვარდი მომდევნო კვირას უნდა დაბრუნდეს ტურინში, რადგან „იუვენტუსმა“ ნებისმიერ დროს შეიძლება განაახლოს ვარჯიშები.
კრიშტიანო რონალდო მშობლიურ მადეირაზე 9 მარტს ჩავიდა დედის მოსანახულებლად, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. პორტუგალიელი კარანტინის პერიოდში სახლიდან არ გასულა.
მიმდინარე სეზონში რონალდომ 22 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, 21 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.