კრიშტიანო რონალდო სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს - პორტუგალიელმა სამი პასუხისას ტყუილი თქვა #1TVSPORT
„ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ მონაწილეობა მიიღო კრიპტოვალუტის ცნობილი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც რეალური ტესტი გაიარა სიცრუის დეტექტორზე.
ინტერვიუს ბოლოს კრიშტიანოს ყველაზე რთულ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა – გაცვლიდა თუ არა პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მოგებას მსოფლიო თასზე. რონალდომ ამაზე უარი თქვა და სიცრუის დეტექტორმა აჩვენა, რომ იმ მომენტში ფორვარდი სიმართლეს ამბობდა.
მანამდე კი კრიშტიანო ბევრ საინტერესო ამბავს მოჰყვა საკუთარი თავის შესახებ: საუკეთესო გოლი, რეკორდები, ფასტფუდი…
ინტერვიუს მთლიანი ვერსია:
– შვიდი შენი საყვარელი ნომერია?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ოდესმე დაგიგუგლავს თუ არა საკუთარი თავი?
– დიახ, ბევრჯერ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ხარ თუ არა რეკორდსმენი ისტორიაში გოლების რაოდენობით?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ოდესმე გიჭამია ფასტფუდი?
– ბევრჯერ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– პორტუგალია მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი).
– უყურებ ხოლმე საკუთარ გოლებს?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– „იუვენტუსის“ წინააღმდეგ „მაკრატელა“ შენი საუკეთესო გოლია?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი). ჩემთვის ეს საუკეთესო გოლია. შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული, ყველაზე ლამაზი. ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
– პრემიერლიგა ყველაზე რთული ლიგაა მსოფლიოში?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– ხვრინავ ძილის დროს?
– არა. ან, შესაძლოა, კი. არა (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი).
– 40 წლის შემდეგაც გააგრძელებ უმაღლეს დონეზე თამაშს?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– სანამ ცოცხალი ხარ, ვინმე შეძლებს შენი ბომბარდირული რეკორდის მოხსნას?
– არა (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).
– შენ საუკეთესო ბომბარდირი ხარ ისტორიაში?
– დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).