ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს კარიერის გასაგრძელებლად, – წერს „ფუტ მერკატო“ (Foot Mercato).
წყაროს ცნობით, პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა უკვე გამართა მოლაპარაკებები პარიზელთა სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან. დიალოგი გაგრძელდება პორტუგალიაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მინი-ტურნირზე. იქ 12 აგვისტოს, „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში „ატალანტას“ შეხვდება.
„იუვენტუსი“ მერვედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, როცა ორი მატჩის ჯამში დამარცხდა „ლიონთან”. განმეორებითი მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს მაურიციო სარი. უკვე ცნობილია, რომ ტურინელებს სათავეში ანდრეა პირლო ჩაუდგება.