კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთში არ გადავა - ფორვარდმა 240-მილიონიან ხელფასზე უარი განაცხადა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთში არ გადავა - ფორვარდმა 240-მილიონიან ხელფასზე უარი განაცხადა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სოლიდური ფინანსური შეთავაზება მიიღო საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბისგან, – წერს გაზეთი Mirror.

წყაროს ცნობით, არაბულმა კლუბმა რონალდოს ხელფასის სახით წელიწადში 240 მილიონი ევრო შესთავაზა, რითაც პორტუგალიელი ავტომატურად გახდებოდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, მაგრამ კრიშტიანომ უარი განაცხადა კარიერის გაგრძელების ამ ვარიანტზე.

წყარო ასევე იტყობინება, რომ რონალდო უკმაყოფილოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი სათამაშო დროით, ამიტომაც დიდია იმის ალბათობა, რომ ის ამ სეზონის დასრულებამდე დატოვებს ინგლისურ კლუბს.

უფრო ადრე საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იასირ ალ-მიშალმა განაცხადა, რომ სურს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში იხილოს კრიშტიანო რონალდო, რადგან ის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.

პორტუგალიელის კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.