„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ტურინში დაბრუნდა.
პორტუგალიელის კერძო თვითმფრინავი იტალიაში ორშაბათს საღამოს დაეშვა. ახლა, ფეხბურთელს მოუწევს 14-დღიანი აუცილებელი იზოლაციის გავლა, რის შემდეგაც, 18 მაისიდან გუნდთან ერთად შეუდგება მზადებას სეზონის განახლებისთვის.
35 წლის რონალდომ იტალია მარტის დასაწყისში დატოვა და მას შემდეგ, თავის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე იმყოფებოდა.