კრიშტიანო რონალდო საკუთარ ტრავმაზე - ორ კვირაში დავბრუნდები
კრიშტიანო რონალდო საკუთარ ტრავმაზე - ორ კვირაში დავბრუნდები

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გაუკეთა საკუთარ ტრავმას, რომელიც პორტუგალიისა და სერბეთის შესარჩევი მატჩის პირველ ტაიმში მიიღო. 34 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ დაზიანებას არ აქვს სერიოზული ხასიათი.

„ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რადგან საკუთარ სხეულს შესანიშნავად ვიცნობ. ასეთი რამ ხშირად ხდება, ეს ფეხბურთია. თითოეული მიდის რისკზე, როცა მინდორზე გადის. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ უპრობლემოდ დავბრუნდები ერთი ან ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა რონალდომ.