კრიშტიანო რონალდო - საკუთარ თავს მიზნებს არ ვუწესებ, ამჟამინდელი სიტუაციით ვტკბები #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - საკუთარ თავს მიზნებს არ ვუწესებ, ამჟამინდელი სიტუაციით ვტკბები #1TVSPORT

სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ სანაკრებო კარიერაში 124-ე და 125-ე გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებულმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც 38 წლის რონალდო აცხადებს, ზუსტად არ იცის, როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას.

„ხალხი ამბობს, რომ 40 ან 41 წლამდე ვითამაშებ ფეხბურთს. საკუთარ თავს კონკრეტულ მიზნებს არ ვუწესებ, ამჟამინდელი სიტუაციით ვტკბები.

შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვარ. სხეული მაძლევს საშუალებას, უმაღლეს დონეზე, სრული დატვირთვის ფონზე ვიასპარეზო“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. თუ რონალდო 2024 წელს გერმანიაში კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც ექვს ევროპის ჩემპიონატზე ექნება მონაწილეობა მიღებული.